საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 13 061 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 217 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 592 ადამიანი.
დღიური დადებითობა 1.66%-ია, ბოლო 7 დღის - 2.24%, ბოლო 14 დღის კი 2.88%.
217 ახალი შემთხვევიდან თბილისში 107 დადასტურდა, აჭარაში - 10, იმერეთში - 34, ქვემო ქართლში - 10, შიდა ქართლში - 9, გურიაში -23, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 12, კახეთში - 8, მცხეთა-მთიანეთი -2, სამცხე-ჯავახეთში - 0, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 2.
3 აპრილის დილის მონაცემებით, ქვაყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1 649 222 შემთხვევა ოფიციალურად არის დადასტურებული, მათგან 1 627 958 გამოჯანმრთელდა, 16 756 კი გარდაიცვალა. საქართველოში COVID-19-ის 4 482 აქტიური შემთხვევაა.
რეანიმაციულ განყოფილებაში 122 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის, თბილისში - 73, აჭარაში - 16, იმერეთში - 15.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



