რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა დაზიანდა" – ოკუპანტებმა ოდესა დაბომბეს

Reuters

რუსმა ოკუპანტებმა ოდესაზე საჰაერო იერიში მიიტანეს. ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ოპერატიული შტაბის სპიკერის, სერხი ბრაჩუკის ინფორმაციით, ოკუპანტებმა იერიში კრიტიკულად მნიშვნელობან ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს. 

ბრაჩუკის თქმით, სიტუაციას აკონტროლებენ, ადგილზე შესაბამისი სამსახურები განაგრძობენ მუშაობას - დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. უკრაინული მედიის ცნობით, დაღუპულები არ არიან. 

CNN-ის ინფორმაციით, ოდესის თავზე შავი კვამლი დღეს, 3 აპრილს, დილით შენიშნეს, ქალაქში საწვავის საცავი იწვოდა. როგორც მათ ერთ-ერთმა ადგილობრივმა უთხრა, აფეთქების ხმა 6-ჯერ გაიგეს.  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები