ამ საკითხებზე საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის მუშაობს ჩვენს პარტნიორებთან და ამიტომაც არის განცხადებები. თქვენ ნახეთ, მათ შორის, ამ განცხადებასთან დაკავშირებით ჩვენი პარტნიორები, რომ ისინი არ აღიარებენ არანაირ რეფერენდუმს. როდესაც არჩევნები იყო, მყისიერად გაკეთდა იქ ჩატარებულ ე.წ. არჩევნებზე, რომ არ აღიარებს არავინ ამ არჩევნებს. თავისთავად, ეს არის არაღიარების სამართლებრივი ეფექტი. თავისთავად, რიტორიკის დონეზე, ესკალაციის დონეზე ეს თამაშობს გარკვეულ როლს. აქაც ჩვენ გარკვეულწილად მშვიდად, მაგრამ ამავე დროს მტკიცედ უნდა შევხვდეთ ამ საკითხებს. სიმტკიცე გულისხმობს იმას, რომ იყოს მყისიერი რეაქცია ამ საკითხებზე როგორც ჩვენი მხრიდან, ისე ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, რომ ამას რაიმე გავლენა არაღიარების პოლიტიკაზე არ ექნება.
რუსული ოკუპაცია
პაპუაშვილი ცხინვალის ე.წ. რეფერენდუმზე: მშვიდად, მაგრამ ამავე დროს მტკიცედ უნდა შევხვდეთ
tbl.ge/5xw4
დაკოპირდა

ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა იმედის ეთერში ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების შესახებ კითხვას. 30 მარტს ცხინვალის მარიონეტმა პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა თქვა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის რუსეთის ფედერაციასთან შეერთების რეფერენდუმი, შესაძლოა, მაის-ივნისში ჩატარდეს.
ამავე თემაზე
- ბარციცი: საქართველო ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაზე დამატებით პროგრესს შეუძლებელს ხდის
- კობახიძე: არაერთხელ ვიყავი საოკუპაციო ხაზთან კამერების გარეშე
- ბერშუეთის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
- გაერომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა
- კალასის თქმით, EU-ს უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის




