რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ხარკოვის ოლქის ერთ-ერთ ქალაქში რუსული ჭურვები საავადმყოფოს მოხვდა – ოლქის ადმინისტრაცია

 ოლეგ სინეგუბოვი

ხარკოვის ოლქის დროებით ოკუპირებულ ქალაქ ბალაკლიაში რუსული ჭურვები რაიონულ საავადმყოფოს მოხვდა. ამის შესახებ ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი წერს. მისი თქმით, საჭიროა საავადმყოფოს პაციენტების და პერსონალის ევაკუაცია.

"რუსმა ოკუპანტებმა ბალაკლიაში რაიონულ საავადმყოფოს მოარტყეს. შენობა ნაწილობრივ დაზიანებულია. საჭიროა პაციენტების და პერსონალის დაუყოვნებლივ ევაკუაცია, ეს არის დაახლოებით 70 პაციენტი და სამედიცინო პერსონალი. ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ეს მოვახერხოთ და გადავარჩინოთ ადამიანები." - წერს სინეგუბოვი.

სინეგუბოვი აღნიშნა, რომ ბალაკლია ხარკოვის ოლქის დროებით ოკუპირებული ტერიტორიაა, რომელშიც ქალაქის მერი ოკუპანტებთან თანამშრომლობას დათანხმდა.

"რუსეთის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ცეცხლის გახსნა ეს არის მოქალაქეებზე თავდასხმაში უკრაინის შეიარაღებული ძალების დადანაშაულების მორიგი მცდელობა. ეს რუსული პროპაგანდის მორიგი ცინიკური ტყუილი და სამხედრო პროვოკაციაა" - წერს სინეგუბოვი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები