რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ცხინვალის მარიონეტი პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი ოკუპირებულ დონეცკში ჩავიდა

AP

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტი ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში "სამუშაო ვიზიტით" ჩავიდა.

ბიბილოვის პრესსამსახურში აღნიშნავენ, რომ დაგეგმილია შეხვედრა დონეცკის მარიონეტ ლიდერთან, დენის პუშილინთან. 

"ანატოლი ბიბილოვი ასევე გეგმავს შეხვედრებს მოხალისეებთან და სამხედრო მოსამსახურეებთან, რომლებიც უკრაინის დენაციფიკაციის სპეცოპერაციაში მონაწილეობენ". – აღნიშნავენ ბიბილოვის პრესსამსახურში.

30 მარტს ანატოლი ბიბილოვმა თქვა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის რუსეთის ფედერაციასთან შეერთების რეფერენდუმი, შესაძლოა, მაის-ივნისში ჩატარდეს.

"სამხრეთ ოსეთი იქნება რუსეთის ნაწილი – ზომებს მალე მივიღებთ" – ამბობს ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტი პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები