საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 17 343 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 352 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 070 ადამიანი. დღიური დადებითობა 2.03%-ია.
352 ახალი შემთხვევიდან თბილისში 176 დადასტურდა, აჭარაში - 12, იმერეთში - 50, ქვემო ქართლში - 12, შიდა ქართლში - 13, გურიაში -17, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 19, კახეთში - 29, მცხეთა-მთიანეთში -6, სამცხე-ჯავახეთში -6, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 12.
2 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 649 005 შემთხვევა ოფიციალურად არის დადასტურებული, მათგან 1 627 366 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 16 751 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში COVID-19-ის 4 862 შემთხვევაა.
რეანიმაციულ განყოფილებაში 129 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის, თბილისში - 75, აჭარაში - 17, იმერეთში - 15.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



