რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი სასურსათო პროდუქტს ექსპორტზე მხოლოდ "მეგობარ ქვეყნებში" გაიტანს

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, დმიტრი მედვედევმა რუსული სოფლის მეურნეობის პროდუქტებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მომავალში ექსპორტი მხოლოდ მეგობრულ სახელმწიფოებში მოხდება. 

"ჩვენ საკვებსა და სოფლის მეურნეობის პროდუქტებს მხოლოდ ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებს მივაწვდით. საბედნიეროდ, მოსკოვს ბევრი მეგობარი ჰყავს და ისინი არც ევროპაში და არც ჩრდილოეთ ამერიკაში არ არიან". - ამბობს დმიტრი მედვედევი 

სოფლის მეურნეობის პროდუქტების შესყიდვა შესაძლებელი იქნება როგორც რუბლში, ასევე "მეგობარი ქვეყნების" ეროვნულ ვალუტაში.

რუსეთში 2014 წლის ყირიმის ანექსიის შემდეგ, დასავლური სასურსათო საქონლის იმპორტი აკრძალულია. 


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები