ოკუპირებული ცხინვალი

ბოკერია ბიბილოვზე: ოცნება არ იცავს ეროვნულ ინტერესებს, ანექსიაზე განცხადებაც ამის შედეგია

მიუხედავად იმისა, რომ ცხინვალის რეგიონის ანექსია პუტინის რეჟიმს უკვე მოხდენილი აქვს, ჩვენი პოლიტიკური უბედურება არის ის, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში და განსაკუთრებით ახლა, არ მოქმედებს ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად, მაშინ, როცა ჩვენი მტერი მოქმედებს ჩვენს წინააღმდეგ. ამის შედეგია თუნდაც ის განცხადებები შესაძლო ანექსიის შესახებ. ჩვენ არ ვიცით ესა ბიჯი გადაიდგმება თუ არ გადაიდგმება, ჩვენ ვიცით ერთი რამ, რომ ჩვენი მტერი მოქმედებს და ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც მოქმედებს ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ.

ევროპული საქართველოს თავჯდომარე გიგა ბოკერია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტ ლიდერს, ანატოლი ბიბილოვს გამოეხმაურა, რომელმაც 30 მარტს თქვა, რომ ჩატარდებოდა რუსეთთან შეერთების რეფერენდუმი.

კომენტარები