საქართველოს კულტურის სამინისტრო

კულტურის სამინისტრო თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს არ დააფინანსებს

ტაბულა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის საერთაშორისო ფესტივალებისა და მასტერკლასების ხელშეწყობა (კინო, თეატრი, ფოტო, ანიმაცია, თანამედროვე მუსიკა) გამარჯვებული პროექტები გამოავლინა. 

გამარჯვებულთა შორის ვერ მოხვდნენ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი, ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი, ასევე ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი. 

10 გამარჯვებული პროექტისთვის სამინისტრომ 500 000 ლარი გამოყო. კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ:

1. მე-10 ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ნიქოზი, განმახორციელებელი ა(ა)იპ წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის სკოლა;

2. ფოტო კვირეული ქოლგა თბილისი ფოტო 2022, განმახორციელებელი - შპს თბილფოტო;

3. საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი თაობა 2022, განმახორციელებელი - ა(ა)იპ კულტურის და განათლების ფონდი;

4. მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი საჩუქარი, განმახორციელებელი - ა(ა)იპ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი საჩუქარი. თბილისი. საქართველო;

5. სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალი, განმახორციელებელი - შპს სვანეთის კინოსტუდია;

6. ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი მაჩაბელი, განმახორციელებელი - სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;

7. თბილისის მე-5 საერთაშორისო ანიმაციური ფილმების ფესტივალი, განმახორციელებელი - ა(ა)იპ ანიმალაბი;

8. კავკასიის მუსიკალური ფესტივალი/დაჯილდოება - ფენიქსი 22, განმახორციელებელი - ა(ა)იპ კავკასიის თანამედროვე ხელოვნების ფაბრიკა;

9. მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 2022, განმახორციელებელი - ა(ა)იპ მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი;

10. ჯონ სტენმეიერის დოკუმენტური ფოტოგრაფიის ვორქშოპი, დაფინანსდა ვორქშოფის ჩატარება; განმახორციელებელი - ა(ა)იპ კულტურა და კონტაქტები.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი პირველად 2000 წელს გაიმართა. მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო გაგა ჩხაიძე, რომელიც ერთი თვის წინ სამინისტრომ კინოცენტრის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

კომენტარები