საქართველოს კულტურის სამინისტრო

წულუკიანი: ფიქრობენ, რომ ლიტერატურის მუზეუმს ჩვევად ექცა, დარიანს მიაწეროს იაშვილის ლექსები

დაუშვებელია თქვა, რომ ანა კალანდაძის ლექსი ეკუთვნის სხვას და დაუშვებელია აღშფოთდე, როცა შეცდომაზე მიგითითებენ. ასევე, ალბათ მნიშვნელოვანია, რომ ლიტერატურის მუზეუმმა აწარმოოს ყველა მოსაზრების, ანუ განსხვავებული აზრის მქონე დარგის პროფესიონალების დისკუსია, დიალოგი, იმიტომ, რომ ბევრი მათგანი ფიქრობს, ლიტერატურის მუზეუმს უკვე ჩვევად ექცა, რომ ელენე დარიანს მიაწეროს, მაგალითად, პაოლო იაშვილის ლექსები ან ახლა უკვე ანა კალანდაძის, გრიგოლ რობაქიძის, ანა ახმატოვას და სხვების. მე ვფიქრობ, რომ ეს დაუშვებელია, ეს უნდა გასწორდეს და განხილვა უნდა შედგეს, რომ მომავალში ამგვარი შეცდომები არ დაუშვას სახელმწიფო ორგანიზაციამ, რომელსაც პირიქით, მწერლებზე, მათ საავტორო უფლებებზე ზრუნვა და მათი ხსოვნის პატივისცემა ევალება.

ამბობს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში. მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ ხელოვნების მუზეუმის მიერ გამოცემულ ელენე ბაქრაძის (დარიანი) კრებულში, ავტორისთვის პოეტ ანა კალანდაძის ორი ლექსია მიწერილი, სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც მუზეუმის დირექტორთან "სერიოზული განხილვები" ექნებათ. თუმცა, შეცდომაზე მუზეუმის დირექტორმა, ლაშა ბაქრაძემ ინფორმაცია თავად გაავრცელა, ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ არაკეთილმოსურნეებმა "გაიხარეს ამ უნებლიე შეცდომით და მათთვის ჩვეული ზიზღისა და სიძულვილის ნთხევა დაიწყეს". 

კომენტარები