კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით 6 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 450 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 1.9%-ია

COVID-19-ით კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 23 626 ტესტი და დადასტურდა 450 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 540 ადამიანი.  

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 1.9%, ბოლო 14 დღის მანძილზე -  3.44%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.75%

ინფიცირების 450 ახალი შემთხვევიდან თბილისში 212 გამოვლინდა, აჭარაში - 18, იმერეთში – 58, ქვემო ქართლში – 19, შიდა ქართლში – 21, გურიაში – 26, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 34, კახეთში – 36, მცხეთა-მთიანეთში – 2, სამცხე-ჯავახეთში – 5, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 19.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 6 482, საიდანაც 535 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, ხოლო 7 023 - ბინაზე. რეანიმაციულ განყოფილებაში 137 პირი იმყოფება. 

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 647 796 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 624 993 პაციენტი და გარდაიცვალა  16 745.
 

კომენტარები