რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

თეთრი სახლი: მიგვაჩნია, რომ პუტინს მისი მრჩევლები ომზე არასწორ ინფორმაციას აწვდიან

Russian President Vladimir Putin meets with Presidential Grants Foundation CEO Ilya Chukalin at the Kremlin in Moscow, Russia, on March 29. (Photo by Mikhail Klimentyev/SPUTNIK/AFP/Getty Images)  

თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორის, ქეით ბედინგფილდის თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მრჩევლები უკრაინაში სამხედრო ძალების მოქმედების შესახებ ცრუ ინფორმაცია აწვდიან.

"ჩვენ გვჯერა, რომ ვლადიმირ პუტინს მრჩევლები აწვდიან არასწორ ინფორმაციას, თუ რამდენად ცუდად მუშაობენ რუსეთის სამხედრო პირები უკრაინაში და როგორ ითრგუნება რუსეთის ეკონომიკა სანქციებით, რადგან სიმართლის თქმის ძალიან ეშინიათ". - თქვა ბედინგფილდმა ბრიფინგზე.

ამასთან ერთად, CNN-ის ინფორმაციით შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ ეს ინფორმაცია უკრაინაში შეჭრამდეც რელევანტური იყო.

"ვფიქრობ, ეს არის ინფორმაცია, რომელშიც ახლა დარწმუნებული ვართ და ეს ასევე ინფორმაციაა, რომელიც გარკვეულწილად მართალი იყო (უკრაინაში) შეჭრამდეც". - ციტირებს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს CNN-ი.

30 მარტს შეერთებულმა შტატებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ვლადიმირ პუტინს მრჩევლებმა არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს.

"ძალიან ბევრი რამ შეგვიძლია ვთქვათ, თუ საიდან მივიღეთ ეს ინფორმაცია.

[...] ჩანს, რომ ვლადიმირ პუტინი ფიქრობდა, რომ მისი სამხედრო ძალები შევიდოდნენ უკრაინაში და მას ძალიან თბილად, წინააღდეგობის გარეშე დახვდებოდნენ, მათ შორის უკრაინის რუსულენოვან ნაწილებში და შეძლებდა კიევის 48-72 საათში აღებას. ყოველი ელემენტი, რომელსაც მას სჯეროდა არასწორი აღმოჩნდა. შესაბასმისად, ან მისი მრჩევლები არ აწვდიდინენ მას სრულ ინფორმაციას, ან ის არ უსმენდა მათ. ვფიქრობ, რომ ეს ყოველ ნაბიჯზე ვნახეთ". - თქვა შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირმა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები