რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: არაფერს დავთმობთ, ვიბრძოლებთ ჩვენი მიწის ყოველი მეტრისთვის

მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს, თუმცა, ჯერჯერობით, ეს მხოლოდ სიტყვებია - კონკრეტიკის გარეშე. არის სხვა სიტყვებიც რუსული ჯარების სავარაუდო გაყვანაზე კიევიდან და ჩერნიგოვიდან. ჩვენ ვიცით, რომ ეს არა გაყვანა, არამედ ჩვენი მცველების მიერ ოკუპანტების განდევნის შედეგია. ამავე დროს, მტერი აგროვებს ჯარებს დონბასში ახალი შეტევებისთვის. ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით. 

ჩვენ არავისი გვჯერა - არცერთი ლამაზი სიტყვების წყობის. რეალური სიტუაცია ბრძოლის ველზეა. და ახლა ეს მთავარია. ჩვენ არაფერს არ დავთმობთ, ვიბრძოლებთ ჩვენი მიწის ყოველი მეტრისთვის, ვიბრძოლებთ ჩვენი თითოეული ადამიანისთვის. 

ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართვაში. 

კომენტარები