რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პესკოვი უკრაინის ყირიმზე შეთავაზებაზე: ჩვენი ტერიტორიის ბედს ვერავისთან განვიხილავთ

დმიტრი პესკოვი
დმიტრი პესკოვი

კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ყირიმი რუსეთის ნაწილია და ქვეყანა ამ საკითხის განხილვას არცერთ მხარესთან არ აპირებს.

"ყირიმი რუსეთის ნაწილია და ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით, ეს საკითხი არ განიხილება. იქ პირდაპირ წერია, რომ რუსეთის ფედერაციაში შესული რომელიმე რეგიონის ბედის ვინმესთან განხილვა გამორიცხულია. ეს თემა დახურულია. რაც შეეხება მოლაპარაკებების სხვა საკითხებს, ჯერჯერობით, ვერაფერს დამაიმედებელს ვერ გეტყვით. ჯერ კიდევ ძალიან ბევრია სამუშაო იმისთვის, რომ რაიმე შედეგი მივიღოთ". - ამბობს პესკოვი.

გასულ დღეს, სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების დროს, უკრაინულმა მხარემ რუსეთს შესთავაზა 15 წლის განმავლობაში განიხილონ ყირიმის სპეციალური სტატუსი და ორივე მხარე შეთანხმდეს, რომ ამ საკითხის გადასაჭრელად ძალას არ გამოიყენებენ.

კომენტარები