რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დუმის თავმჯდომარე: გაზის გარდა, სხვა პროდუქტების ექსპორტიც რუბლში უნდა დავიწყოთ

ვლადიმირ პუტინი
Financial Times

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა თქვა, რომ ქვეყანამ უნდა განიხილოს რუბლით გადახდის მოთხოვნა გაზის გარდა, ისეთი მარცვლეულის ექსპორტზე, როგორიცაა ხორბალი, სასუქი, ნავთობი, ხე-ტყე და სხვა საქონელი.

გასულ კვირას, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ ევროპის არამეგობრული ქვეყნები გაზისა და ბუნებრივი აირის საფასურს მხოლოდ რუბლში გადაიხდიან, რათა შეამსუბუქოს სანქციები, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომის გამო დაეკისრა.

პუტინის განცხადების შემდეგ, რუბლი დოლართან მიმართებით მკვეთრად გამყარდა, რამაც შეცვალა ომის დაწყების შემდგომ მიმდინარე გაუფასურების ტენდენცია.

თუმცა, ევროპის ქვეყნებმა გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე უარი თქვეს.

რუსეთის დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა თქვა, რომ ის მხარს უჭერს ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას და მიიჩნებს, რომ ქვეყანამ უნდა გააფართოვოს ექსპორტირებული საქონლის სია, რომლის გადახდა მხოლოდ რუბლებში იქნება შესაძლებელი.

რუსეთი ბუნებრივი აირის გარდა ნავთობისა და ხორბლის მთავარი ექსპორტიორია. ამასთან ერთად, უკრაინის ომმა საფრთხე შეუქმნა ხორბლის მარაგს.

"თქვენი გადაწყვეტილებების გამო, შესაბამისი ფასი უნდა გადაიხადოთ.

[...] სანქციების პოლიტიკის საშუალებით ჩვენი იზოლაციის მცდელობისას, თქვენ (ევროპა) რჩებით იზოლირებულნი".  - წერს ვოლოდინი Telegram-ზე.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები