რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის ვიცეპრემიერი: ჩერნობილში საბრძოლო მასალის აფეთქების საშიშროება არსებობს

A general view shows the New Safe Confinement (NSC) structure over the old sarcophagus covering the damaged fourth reactor at the Chernobyl Nuclear Power Plant, in Chernobyl, Ukraine November 22, 2018. REUTERS/Gleb Garanich/File Photo

უკრაინის ვიცეპრემიერის, ირინა ვერეშჩუკის თქმით, რუსეთის სამხედრო ძალებმა ჩერნობილი უნდა დატოვონ, რადგან ატომურ ელექტროსადგურზე საბრძოლო მასალის აფეთქების საშიშროება არსებობს.

მისი თქმით, 29 მარტს უკრაინამ რუსეთს 97 ჰუმანიტარული დერეფნის შექმნის მოთხოვნით მიმართა, ქალაქებში, რომლებიც ომის შედეგად განსაკუთრებით დაზარალდა.

"ჩვენ მოვითხოვთ, გაეროს უშიშროების საბჭომ ჩერნობილის გაუცხოების ზონის დემილიტარიზაციისთვის დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები და სპეციალური მისიისთვის გაგზავნოს ჯგუფი, რათა განმეორებითი ბირთვული კატასტროფის რისკი აღმოიფხვრას". - თქვა ვიცეპრემიერმა.

23 მარტის ინფორმაციით, ჩერნობილში, გაუცხოების ზონაში რუსმა ოკუპანტებმა ახალი, 6 მილიონი ევროს ღირებულების ლაბორატორია გაანადგურეს. ინფორმაციას გაუცხოების ზონის მართვის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები