კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით 9 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 553 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 2.26%-ია

COVID-19-ით კიდევ 9 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 24 461 ტესტი და დადასტურდა 553 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 021 ადამიანი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 2.26%, ბოლო 14 დღის მანძილზე -  3.65%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.89%.

ინფიცირების 553 ახალი შემთხვევიდან თბილისში 233 გამოვლინდა, აჭარაში - 20, იმერეთში – 84, ქვემო ქართლში – 16, შიდა ქართლში – 40, გურიაში – 26, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 48, კახეთში – 46, მცხეთა-მთიანეთში – 14, სამცხე-ჯავახეთში – 7, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 19.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 7 578, საიდანაც 555 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, ხოლო 7 023 - ბინაზე. რეანიმაციულ განყოფილებაში 140 პირი იმყოფება. 

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 647 796 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 623 453 პაციენტი და გარდაიცვალა – 16 739.


კომენტარები