რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დიდმა ბრიტანეთმა რუსი ოლიგარქის სუპერიახტა პირველად დააყადაღა

REUTERS/Tom Nicholson

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსი ოლიგარქის სუპერიახტის დაყადაღების ბრძანება პირველად გასცა. 38 მილიონი ფუნტის ღირებულების იახტა Phi-ის მფლობელი ოლიგარქის სახელი ცნობილი არ არის.

ბრიტანეთის ტრანსპორტის მინისტრის, გრანტ შაფსის თქმით, ეს ნაბიჯი არის "მკაფიო და დაუფარავი გაფრთხილება პუტინისა და მისი მეგობრებისთვის".

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები