რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Heineken-ი რუსეთის ბაზარს სრულად ტოვებს

Reuters

ნიდერლანდური ლუდის კომპანია Heineken-ი უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის ბაზარს სრულად ტოვებს. 

"ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ რუსეთში Heineken-ის ბიზნესის ფლობა აღარ არის მდგრადი და სიცოცხლისუნარიანი არსებულ გარემოში. შედეგად, ჩვენ გადავწყვიტეთ რუსეთის დატოვება". – წერია განცხადებაში

კომპანია 2022 წლის ბოლომდე მის 1 800 თანამშრომელს ხელფასებს გადაუხდის. 

"ჩვენი მიზანია ჩვენი ბიზნესის მოწესრიგებულად გადაცემა ახალ მფლობელზე საერთაშორისო და ადგილობრივი კანონების სრული დაცვით. ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად და ნაციონალიზაციის რისკის შესამცირებლად, ჩვენ დავასკვენით, რომ აუცილებელია გავაგრძელოთ ოპერაციები ამ გარდამავალ პერიოდში". – აღნიშნულია განცხადებაში

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები