რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბოიჩენკო: მარიუპოლი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა, აუცილებელია ევაკუაცია

მარიუპოლი

მარიუპოლის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს თქმით, მარიუპოლი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა და აუცილებელია ქალაქის სრული ევაკუაცია. მისი ინფორმაციით, მარიუპოლში 160 000 მშვიდობიანი მოქალაქე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ამასთან ერთად, მერი იტყობინება 26 ავტობუსის შესახებ, რომელსაც მშვიდობიანი მოსახლეობა უნდა გადაეყვანა, თუმცა რუსეთის სამხედრო ძალებმა მათ გზა არ მისცეს.

"რუსეთის ფედერაცია გვეთამაშება". - თქვა მერმა.

ოფიციალური მოსკოვი უარყოფს მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღებას და ჰუმანიტარულ დერეფნების წარუმატებლობას უკრაინას აბრალებს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები