რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის პროკურატურა: რუსეთის აგრესიას 143 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა – 216

EPA

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ცნობით, 28 მარტის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთში შეჭრის შემდეგ 143 ბავშვი დაიღუპა და 216 დაშავდა.

ყველზე მეტი ბავშვი დაშავდა ოლქებში: კიევის - 67, ხარკოვის - 49, დონეცკის - 53, ჩერნიგოვის - 38, ნიკოლაევის - 30, ლუგანსკის - 27, ჩერნიგოვის - 38.

27 მარტს რუსეთის ძალების თავდასხმის შედეგად ხარკოვის ოლქში, იზიუმის რაიონის სოფელში სამი ბავშვი დაიღუპა და ერთი დაშავდა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები