კორონავირუსი საქართველოში

ქვეყანაში კორონავირუსის 8 403 აქტიური შემთხვევაა, კლინიკებში 638 პაციენტი მკურნალობს

საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი იკლებს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 229 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ბოლო 7 დღის დადებითობის მაჩვენებელი კი - 3.43%-ია.

საქართველოში ჯამურად ინფიცირების აქტიური შემთხვევების რიცხვი 8 403-ია. რამდენიმე კვირის წინ ეს მაჩვენებელი 200 000-ს აჭარბებდა.

8 403 პაციენტიდან კლინიკებში 638 პირი მკურნალობს, ხოლო 7 765 - ბინაზე. რეანიმაციულ განყოფილებაში 164 პირი იმყოფება. 

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 646 545 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 621 396 პაციენტი და გარდაიცვალა – 16 720.


კომენტარები