კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით 12 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 229 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 4.19%-ია

COVID-19-ით კიდევ 12 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 5 460 ტესტი და დადასტურდა 229 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 993 ადამიანი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 4.19%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.39%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.43%.

ინფიცირების 229 ახალი შემთხვევიდან თბილისში 121 გამოვლინდა, აჭარაში - 14, იმერეთში – 25, ქვემო ქართლში – 5, შიდა ქართლში – 8, გურიაში – 13, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 20, კახეთში – 17, მცხეთა-მთიანეთში – 4, სამცხე-ჯავახეთში – 1, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 8 403, საიდანაც 638 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, ხოლო 7 765 - ბინაზე. რეანიმაციულ განყოფილებაში 164 პირი იმყოფება. 

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 646 545 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 621 396 პაციენტი და გარდაიცვალა – 16 720.


კომენტარები