ოსკარი 2022

ჯეინ კემპიონი ისტორიაში მესამე ქალია, რომელმაც რეჟისურისთვის ოსკარი მიიღო

Variety

ჯეინ კემპიონმა ამერიკის კინოაკადემიის 94-ე დაჯილდოებაზე ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. 

კემპიონი კინოს ისტორიაში მესამე ქალი რეჟისორია, რომელმაც საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში ოსკარი მიიღო. კემპიონი ოსკარზე მეორედ არის წარდგენილი, პირველად ახალზელანდიელი ავტორი ფილმ პიანინოსთვის 1994 წელს წარადგინეს.

პირველი ოსკაროსანი ქალი რეჟისორი ქეთრინ ბიგელოუ 2010 წელს, ფილმისთვის Hurt Locker გახდა, 2021 წელს მომთაბარეთა მიწისთვის მიიღო ოსკარი ქლოე ჟაომ.

ძაღლის ძალაუფლება სტრიმინგ სერვის Netflix-ის დრამატული ვესტერნია, რომელმაც არაერთი ჯილდო და კრიტიკოსთა დადებით შეფასება დაიმსახურა.

კომენტარები