რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთში მედიას ზელენსკისთან ჩაწერილი ინტერვიუს გაშუქება აეკრძალა

რუსეთის კომუნიკაციების ზედამხედველმა ორგანომ, როსკომნადზორმა რუსულ მედიას უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ჩაწერილი ინტერვიუს გაშუქება აუკრძალა.

"როსკომნადზორი აფრთხილებს რუსულ მედიას ამ ინტერვიუს გაშვებისგან თავის შეკავების საჭიროების შესახებ". – წერია განცხადებაში

როსკომნადზორში ასევე აღნიშნეს, რომ დაწყებულია იმ რუსულ მედიებზე გამოძიება, რომლებმაც უკრაინის ლიდერთან ჩაწერეს ინტერვიუ. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები