რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გაერო: ომის დაწყებიდან დღემდე დაღუპულია 1 119 მშვიდობიანი უკრაინელი, დაშავდა 1 790

გაეროს ადამიანთა უფლებების ოფისის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან უკრაინაში 1 119 მშვიდობიანი უკრაინელი დაიღუპა, 1 790 კი დაშავდა. დაღუპულთა შორის 99 ბავშვია.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დაღუპულთა და დაშავებულთა რეალური რაოდენობა სავარაუდოდ გაცილებით დიდია, გამომდინარე იქიდან, რომ ზოგიერთი რეგიონიდან ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები