რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რიში: სანქციები რუსეთის ყველა ბანკს უნდა დავუწესოთ

AP News

აშშ-ს სენატორი ჯიმ რიში კონგრესს და ადმინისტრაციას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა. 

სენატორის თქმით, იმის გათვალისწინებით, რასაც  რუსეთი უკრაინაში აკეთებს, საჭიროა აშშ-ს მხრიდან მასზე სანქციების მაქსიმალურად გამკაცრება. 

"მე გამიხარდება რუსეთის ყველა ბანკის წინააღმდეგ სანქციების ხილვა. ვფიქრობ, იმის გათავლისწინებით, რაც იქ ხდება, სანქციებით ჩვენ ვერ ვიქნებით ზედმეტად უხეშები სანქციებით. ჩვენ უბრალოდ ძალიან მკაცრები უნდა ვიყოთ. [...] სანქციების ეფექტურობამ მართლაც გაგვაოცა, ამიტომ, მოვუწოდებ, [კონგრესს] ასე გაგრძელებისკენ". – თქვა რიშმა

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები