რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის პროკურატურა: რუსეთის აგრესიას 139 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ცნობით, 27 მარტის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთში შეჭრის შემდეგ 139 ბავშვი დაიღუპა და 205-ზე მეტი დაშავდა.
 

ყველზე მეტი ბავში დაშავდა ოლქებში: კიევის - 65, ხარკოვის - 45, დონეცკის - 53, ჩერნიგოვის - 38, ნიკოლაევის - 29, ლუგანსკის - 25, ზაპროჟიეს - 19, ხერსონის - 21, სტოლიცის - 16, ჟიტომირის - 15, სუმის -14.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები