საქართველო-აშშ

ზურაბიშვილი: დროა, საქართველოში ჩამოვიდეს აშშ-ს პრეზიდენტი, რომელსაც ველოდებით

პრეზიდენტის ადმინისტრაცია / Facebook

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქართველი ხალხი ელოდება, რომ საქართველოში მაღალი დონის ვიზიტორები, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჩამოვიდეს. ზურაბიშვილმა ამის შესახებ საქართველოსა და აშშ-ს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის თავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრა.

"საქართველოს თხოვნა იქნება, რომ აქ დაგვიანდა მაღალი დონის ვიზიტები. დროა, ქართველი ხალხი ამას ელოდება, რომ აქ ჩამოვიდნენ მაღალი დონის ვიზიტორები, თუნდაც პრეზიდენტი, რომელსაც ველოდებით. აქ იყო ამერიკის პრეზიდენტი და მივიღეთ ისე, როგორც არცერთი სხვა ქვეყნის. მე მგონი, დროა, რომ ეს გავიმეოროთ". – თქვა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებს ათწლეულების განმავლობაში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები