რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ილია ll: გლოვა გვიწევს ჩვენი ჯარისკაცების გამო, სხვისთვის სიცოცხლის გაღება უდიდესი მსხვერპლია

საქართველოს საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სამძიმარს აქვეყნებს. დღეს, 26 თებერვალს უკრაინაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების, დავით რატიანისა და გია ბერიაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. 

"სამწუხაროდ, გლოვა გვიწევს ჩვენი მოხალისე ჯარისკაცების გამო. ამჟამად ვეთხოვებით უკრაინის ომში გარდაცვლილთ. ისინი მოყვასის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდნენ და თავიც შესწირეს.

სხვისთვის სიცოცხლის გაღება უდიდესი მსხვერპლია!

აღვავლენთ ლოცვებს გიორგი (გია) ბერიაშვილის, დავით რატიანისა და ბახვა ჩიქობავასთვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სულნი, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოანიჭოს მშვიდობა, ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული ცხოვრებისა, რომლისთვისაც თითოეული ჩვენგანი უნდა მოემზადოს". - წერია განცხადებაში. 

გია ბერიაშვილი და დავით რატიანი საქართველოში 24 მარტს ჩამოასვენეს - ჯერჯერობით, ვერ ხერხდება უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველის, ბახვა ჩიქობავას ჩამოსვენება. 

კომენტარები