რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მარიუპოლში ოკუპანტებმა პარტია ერთიანი რუსეთის შტაბ-ბინა გახსნეს

მარიუპოლში რუსმა ოკუპანტებმა პარტია ერთიანი რუსეთის შტაბ-ბინა გახსნეს. ოფისისთვის მათ სავაჭრო ცენტრ მეტროს შენობა აარჩიეს. ინფორმაციას უკრაინული მედია მარიუპოლის საკრებულოს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. 

"ქალაქში დარჩენილი მარიუპოლელების ინფორმაციით, შტაბ-ბინაში ანაწილებენ პარტიულ გაზეთებს, რომლებიც პრორუსულ კამპანიას ეწევიან. ასევე, ოკუპანტები გასცემენ მობილური ოპერატორის, ფენიქსის ბარათებს, რომელიც დონეცკის ოკუპირებულ ტერიტორიაზე 2014 წლიდან ფუნქციონირებს". - წერია განცხადებაში.

ოკუპანტები თავიანთ შტაბს ჰუმანიტარულს უწოდებენ. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები