რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინისკენ გაშვებული მაღალი სიზუსუტის რაკეტების 60% წარუმატებელია – Reuters

Reuters

ამერიკის შეერთებული შტატების შეფასებით, რუსეთის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმისთვის გამოყენებული მაღალი სიზუსუტის რაკეტების 60% წარუმატებელია. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

Reuters წერს, რომ სწორედ ამით შეიძლება აიხსნას, რატომ ვერ მიაღწია რუსეთმა, უკრაინაში შეჭრიდან ერთ თვეში, მის ძირითად მიზნებს, როგორიცაა, უკრაინის საჰაერო ძალების განეიტრალება.

გამოცემის ცნობით, რუსული მაღალი სიზუსტის რაკეტების წარუმატებლობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი, შესაძლოა, რაკეტების გაშვებისას არსებული ხარვეზებია.

მიმდინარე კვირაში აშშ-ის თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ სხვადასხვა სახის 1 100-ზე მეტი რაკეტა გაუშვა უკრაინის მიმართულებით.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერუკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები