ათწლეულების განმავლობაში თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატები იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც აღიარა ჩვენი დამოუკიდებლობა 1992 წლის 24 მარტს. იმ დღიდან მოყოლებული, აშშ-ი გვერდში გვიდგას ჩვენ, ქართველ ხალხს, როგორც ყველაზე ერთგული პარტნიორი და საიმედო მეგობარი. დღეს საქართველო-ამერიკის ურთიერთობები უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე, და ჩვენ მადლობას მოგახსენებთ თქვენ, ელჩო დეგნან, ასევე ყველა დიპლომატს, თავდაცვის ძალების ოფიცრებს და აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებს, ვინც წლების განმავლობაში ემსახურებით ამ დიდ საქმეს და წვლილი შეგაქვთ ამ მუდმივად მზარდ პარტნიორობაში
tbl.ge/5xfl
დაკოპირდა

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზეიმო მიღებაზე, რომელიც საქართველო-აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა.
ამავე თემაზე
- კობახიძე აშშ-ზე: რაც გააფუჭა უსამართლობამ, შეიძლება გაასწოროს სამართლიანმა მიდგომამ
- აშშ ელის მთავრობასთან მუშაობას პარტნიორობისთვის, რომელიც სარგებელს მოიტანს – დელეგაცია
- აშშ-ს დელეგაციისთვის პატივი იყო შიო III-სთან შეხვედრა – საელჩო
- კოალიცია ცვლილებისთვის წევრები აშშ-ს სახდეპის დელეგაციას შეხვდნენ
- გამოითქვა მზაობა თანამშრომლობის გაღრმავებისთვის – შიო III-მ სახდეპის წარმომადგენლები მიიღო




