რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ოკუპანტების საბრძოლო მდგომარეობა 23 მარტისთვის – ომის კვლევის ინსტიტუტის ანგარიში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი

Institute for the Study of War-ის ბოლო ანგარიშის მიხედვით, რუსული ძალები 23 მარტის მდგომარეობით აგრძელებენ გაჭიანურებულ კონფლიქტს. ამასთან ერთად, იზრდება ცნობები ოკუპანტების მიერ სანგრების გათხრისა და ნაღმების განლაგების შესახებ, რაც მიუთითებს, რომ ისინი თავდაცვით პოზიციებს იკავებენ. უკრაინულმა ძალებმა კიევზე ზეწოლის შესამსუბუქებლად  შეზღუდული და ეფექტური კონტრშეტევები განახორციელეს. ამასთან ერთად, რუსეთის მცდელობები დამატებითი ძალების მობილიზებისთვის წარუმატებლად მიმდინარეობს. ასევე, ოკუპანტები ვერ ახერხებენ მარიუპოლის აღებას. რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქების საჰაერო, საარტილერიო და სარაკეტო ინტენსიური დაბომბვა, ზრდის უკრაინისთვის თავდაცვის სისტემების მიწოდების აუცილებლობას.

ISW-ს ძირითადი დასკვნები:

  • რუსული ძალები უკრაინაში აგრძელებენ თავდაცვაზე გადასვლას, აწარმოებენ მცირე ზომის, ლოკალურ სახმელეთო იერიშებს, რომლებითაც მცირე წარმატებებს აღწევენ.
  • უკრაინულმა ძალებმა კიევის გარშემო შეზღუდული და წარმატებული კონტრშეტევები განახორციელეს, რათა ქალაქზე ზეწოლა შეამსუბუქონ. 
  • მარიუპოლის ბრძოლა, თითოეული კორპუსისთვის, გრძელდება უკრაინელების წინააღმდეგობითა და რუსების მცირე მიღწევებით.
  • რუსეთს, სავარაუდოდ, უჭირს ახალი საბრძოლო ძალის რეკრუტირება სირიიდან და სხვა რეგიონებიდან.

რუსეთი სირიელი ჯარისკაცების უკრაინაში გაწვევასთან დაკავშირებით, არაერთ წინააღეგობას აწყდება. უკრაინის სამხედრო დაზვერვა (ГУР) იტყობინება სირიის არაბთა არმიის მე-8 ბრიგადის მეთაურსა და რუს სამხედროს შორის დიალოგზე, რომელიც სირიელი მებრძოლების უკრაინის ომში გაწვევას ეხებოდა.

NATO-ს ოფიციალური პირის მიხედვით, რუსეთის 190 000-მდე სამხედრო პირიდან 40 000-მდე მოკლული, დაჭრილი ან გაუჩინარებული ჯარისკაცია.

ამასთან ერთად, რუსეთის ამჟამინდელი მდგომარეობით, ოკუპანტებისთვის სამხედრო ძალების მობილიზაცია აუცილებელი და სასწრაფოა. NATO-ს შეფასებით, ომის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ 7 000-დან 15 000-მდე რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. NATO-ს წარმომადგენლმა აღნიშნა, რომ ალიანსი ეყრდნობა უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციას, ამასთანავე რუსეთს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და NATO-ს დაზვერვის შეგროვებულ ინფორმაციას ღია წყაროებიდან.   

აშშ-ს თავდაცვის წარმომადგენლის თქმით, რუსეთი საკუთარ თავდაცვით პოზიციებს კიევიდან 15-20 კილომეტრის მოშორებით ამყარებს, რადგან მცირე პროგრესით აღწევს ქალაქის ცენტრში. წყარომ ანონიმურად განმარტა, რომ ძალები აღარ ცდილობენ ქალაქში წინსვლას, მეტიც, კიევის აღმოსავლეთ ზოგიერთ რეგიონში უკრანელმა ჯარებმა რუსებს უკან დაახევინეს. 

რუსეთის სამხედრო ძალების მიერ სანგრების თხრასა და განაღმვასთან დაკავშირებით ცნობები და სატელიტური სურათები მიუთითებს იმაზე, რომ ისინი თავდაცვაზე გადავიდნენ და უახლოეს მომავალში არ აპირებენ ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაციების განახლებას.

ამას გარდა, როგორც ამერიკის ხმის ჟურნალისტი იუწყება, პენტაგონში ამბობენ, რომ ბელარუსის ჯარებში არ შეინიშნება ომში ჩართვის მზადყოფნა. 

კომენტარები