რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა 7 000-დან 15 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა – NATO

AP Photo/Vadim Ghirda

NATO-ს შეფასებით, ომის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ 7 000-დან 15 000-მდე რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. NATO-ს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ალიანსი ეყრდნობა უკრაინის ხელისუფლების, ამასთანავე რუსეთს მიერ გავრცელებულ  და NATO-ს დაზვერვის მიერ შეგროვებულ ინფორმაციას ღია წყაროებიდან.   

უკრაინამ მცირე ინფორმაციას აქვეყნებს საკუთარი სამხედრო დანაკარგების შესახებ, თუმცა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2 კვირის წინ აღნიშნა, რომ 1 300-მდე უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. 

აშშ-ს თავდაცვის წარმომადგენლის თქმით, რუსეთი საკუთარ თავდაცვით პოზიციებს კიევიდან 15-20 კილომეტრის მოშორებით ამყარებს, რადგან მცირე პროგრესით აღწევს ქალაქის ცენტრში. წყარომ ანონიმურად განმარტა, რომ ძალები აღარ ცდილობენ ქალაქში წინსვლას, მეტიც, კიევის აღმოსავლეთ ზოგიერთ რეგიონში უკრაინელმა ჯარებმა რუსებს უკან დაახევინეს. 

ნაცვლად ამისა, როგორც ჩანს, რუსეთის ჯარები პრიორიტეტს ანიჭებენ ბრძოლას დონბასში, ლუგანსკსა და დონეცკის რეგიონებში, რათა სხვა ქალაქთა დასაცავად ხელი შეუშალონ უკრაინის ჯარის დასავლეთისკენ გადაადგილებაში. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები