რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთ-უკრაინის ომის გამო, უცხოელი ინვესტორები ტაივანს ტოვებენ

რუსეთ-უკრაინის ომმა ტაივანიდან კაპიტალის მასიური გადინება გამოიწვია.

გასული თვის განმავლობაში, რუსეთის შეჭრამ უკრაინაში გააძლიერა შიშები, რომ ჩინეთმა შესაძლოა სამხედრო მოქმედებები დაიწყოს ტაივანის წინააღმდეგ, რამაც გამოიწვია უცხოელი ინვესტორების მიერ ტაივანის დატოვება.

Mega International Investment Services-ის დირექტორის, ალექს ჰუანგის თქმით, რუსეთის აგრესიიდან სამი კვირის განმავლობაში, უცხოელმა ინვესტორებმა ტაივანიდან 480 მილიარდი ტაივანური დოლარის ღირებულების აქტივები გაიტანეს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები