რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"რუსებმა სასწრაფო დახმარების 58 მანქანა ჩაცხრილეს, მოკლეს 6 ექიმი" – ჯანდაცვის მინისტრი

ომმა შეცვალა თითოეული ჩვენგანის ცხოვრება. ომმა ყველაფერი შეცვალა: გეგმები, პრიორიტეტები, აზრები. არასოდეს ვფიქრობდი, რომ სამედიცინო მუშაკებს ჯავშანჟილეტებს გადავცემდით, მაგრამ რუსეთიდან ჩამოსული ტერორისტების ქმედებების გამო, რომლებმაც უკვე ჩაცხრილეს სასწრაფო დახმარების 58 მანქანა და მოკლეს ჩვენი 6 კოლეგა, ჩვენც ვართ იძულებულნი ეს გავაკეთოთ.

დღეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მუშაკებს პირველი ჯავშანჟილეტები გადავეცით, რომლებიც, მიუხედავად ყველაფრისა, ტყვიების, აქტიური საბრძოლო ზონების ქვეშ უკრაინელების სიცოცხლეს უნარჩუნებენ. Ჩვენ ვმუშაობთ. ავდგეთ! მოვიგოთ!

წერს უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი, ვიქტორ ლიაშკო.

კომენტარები