რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

NATO ბულგარეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში ახალი ჯგუფების განთავსებას განიხილავს

Bloomberg

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, 24 მარტს ალიანსის საგანგებო სამიტზე ლიდერები შეთანხმდებიან NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე პოზიციების გაძლიერების შესახებ. მისივე თქმით, საბრძოლო ჯგუფები განთავსდებიან ბულგარეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში.

"იმედი მაქვს, ლიდერები დასთანხმდებიან NATO-ს პოზიციას ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაზე პოზიციების მნიშვნელოვნად გაძლიერების შესახებ". – თქვა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, აღმოსავლეთ ფლანგზე არსებულ ძალებთან ერთად ახალი საბრძოლო ჯგუფებით NATO-ს ბალტიისპირა ქვეყნებსა და პოლონეთში 8 მრავალეროვანი ჯგუფი ეყოლება.

NATO-ს გენერალური მდივნის თქმით, უკრაინის კრიზისმა აჩვენა, რომ ალიანსმა უნდა აღადგინოს შეკავებისა და თავდაცვის პოზიციები გრძელვადიანი პერსპექტივისთვის.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები