რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დიდი ბრიტანეთი: რუსული ძალები ქვეყნის აღმოსავლეთში უკრაინელების ალყაში მოქცევას ცდილობენ

რუსი ოკუპანტი უკრაინაში

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის ჩრდილოეთ ნაწილში სიტუაცია სტატიკურია და სავარაუდოდ რუსული ჯარები  გადაწყობას შეეცდებიან, ხოლო სამხრეთით, რუსები უკრაინელების ალყაში მოქცევას ცდილობენ.

"რუსული ძალები, სამხრეთით ხარკოვიდან და ჩრდილოეთით მარიუპოლიდან მიიწევენ წინ და ქვეყნის აღმოსავლეთში უკრაინული ძალების ალყაში მოქცევას ცდილობენ". – წერს სამინისტრო

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

 

კომენტარები