რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი: მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობისთვის რუსი მფრინავები პასუხს აგებენ

ვოლოდიმირ ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა,  ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობისთვის რუსი მფრინავები პასუხს აგებენ.

"მინდა ყველა რუს მფრინავს თავიდან გავუმეორო, რომ ისინი არ ფიქრობენ იმ ბრძანებებზე, რომლებსაც ასრულებენ, რადგან მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა დანაშაულია და ამის გამო დღეს ან ხვალ პასუხს აგებთ. ეს გარდაუვალია. ჩვენ ვსაუბრობთ ბომბდამშენებზე მარიუპოლის თავზე და ეს ეხება ყველას, ვინც კლავს მშვიდობიან მოსახლეობას ჩვენს მიწაზე". - წერს ზელენსკი უკრაინის მთავრბის ოფიციალურ საიტზე.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები