რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსებმა ლუგანსკში ბავშვთა საავადმყოფო დაბომბეს – უკრაინა

ДСНС України

რუსეთის სამხედრო ძალებმა ლუგანსკის რეგიონში, სევერდონეცკში ბავშვთა საავადმყოფო დაბომბეს. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს

მაშველებმა შენობიდან 7 ბავშვი და 15 ზრდასრული, მათ შორის 8 ექიმი გამოიყვანეს. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები