რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აბრამოვიჩმა სანქციებისგან თავის ასარიდებლად უკვე მეორე იახტა გადაიყვანა თურქეთში

რუსმა მიალიარდერმა, რომან აბრამოვიჩმა უკვე მეორე იახტა თურქეთში გადაიყვანა. Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ მდიდარი რუსები სანქციებისგან თავის ასარიდებლად ინვესტიციებს თურქეთში გეგმავენ.

მართალია, თურქეთი მკაცრად აკრიტიკებს რუსეთის შეჭრას უკრაიანაში, მაგრამ მაინც ეწინააღმდება NATO-სა და მისი მოკავშირეების მიერ დაწესებულ სანქციებს. თურქეთი თუ პოზიციას არ შეიცვლის, ეს შესაძლებელს გახდის შეიქმნას უსაფრთხო თავშესაფარი იმ მდიდარი რუსებისთვის, რომლებიც აქტივების შესანარჩულებლად ინვესტიციციებს გეგმავენ.

Eclipse, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იახტაა 162.5 მეტრის (533 ფუტი) სიგრძით, კურორტ მარმარისში, სამხრეთ-დასავლეთ თურქეთში, საბერძნეთის კუნძულებზე გავლით მოხვდა. იახტა ბერმუდის დროშის ქვეშ ცურავს. აბრამოვიჩის მეორე იახტა ერთი დღით ადრე კურორტ ბოდრუმში ჩავიდა, რათა თავიდან აირიდოს ევროკავშირის ქვეყნების წყლები, რომლებიც სანქცირებული ტერიტორიაა რუსი ოლიგარქებისთვის.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, რომელიც ადასტურებს, რომ აბრამოვიჩის ერთ-ერთ იახტას თურქეთში მცირე რიცხოვანი პროტესტით დახვდნენ. აქციის მონაწილეებს ჰქონდათ უკრაინის დროშები და წარწერა - "არა ომს". 

Eclipse-ისა და Solaris-ის ჩასვლასთან ერთად, აბრამოვიჩს ამ დროისთვის თავისი ქონების 1,2 მილიარდი დოლარი თურქეთში აქვს. თითოეული ხომალდი შეფასებულია $600 მილიონით ან მეტით. რუსეთთან დაკავშირებული იახტები ჩარჩენილია რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის იტალიაში, ესპანეთსა და გერმანიაში.

სანქციები დელიკატური საკითხია თურქეთისთვის, რომელსაც მჭიდრო სავაჭრო და დიპლომატიური კავშირები აქვს როგორც რუსეთთან, ასევე უკრაინასთან. პრეზიდენტ თაიფ ერდოღანის მთავრობის ოპოზიციის თქმით, მსგავსმა "დაბალანსებამ" შეიძლება თურქეთს სამომავლოდ პრობლემები შეუქმნას. 


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები