რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტებმა პროდუქტების რიგში ხალხს ცეცხლი გაუხსნეს – არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსი ოკუპანტები მარიუპოლის შემოგარენში
ria.ru

რუსმა ოკუპანტებმა სევეროდონეცკში მაღაზიასთან, პროდუქტების რიგში მყოფ ხალხს ცეცხლი გაუსხნეს - ინფორმაციას ლუგანსკის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი ავრცელებს. 

მისივე ცნობით, არიან დაშავებულები და დაღუპულები - რაოდენობის შესახებ, ჯერჯერობით, ინფორმაცია არ ვრცელდება.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები