რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ქალაქ მაკაროვზე კონტროლი დავიბრუნეთ – უკრაინა

UNIAN

კიევიდან 60 კილომეტრში მდებარე ქალაქ მაკაროვზე უკრაინამ კონტროლი დაიბრუნა. ინფორმაციას შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბი ავრცელებს.

"ჩვენი დამცველების გმირული მოქმედებების წყალობით ქალაქ მაკაროვის თავზე უკრაინის დროშაა აღმართული. მტერმა უკან დაიხია". – ნათქვამია შეიარაღებული ძალების განცხადებაში.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები