რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის საგარეო: ბაიდენის განცხადებას პუტინზე ურთიერთობის გაწყვეტის ზღვრამდე მივყავართ

ვლადიმირ პუტინი და ჯო ბაიდენი, 2021 წლის 16 ივნისი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, როგორც თავად ამბობენ, "მიუღებელ" განცხადებას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობა გაწყვეტის ზღვრამდე მიჰყავს.

გასულ კვირაში, 16 მარტს ჯო ბაიდენმა ვლადიმირ პუტინს, უკრაინაში მიმდინარე მოქმედებების გამო, ომის დამნაშავე უწოდა. ასევე, მომდევნო დღეს აშშ-ს პრეზიდენტმა პუტინზე თქვა, რომ ის არის "მკვლელი დიქტატორი, ნამდვილი ყაჩაღი, რომელიც ამორალურ ომს აწარმოებს უკრაინის ხალხის წინააღმდეგ".

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები