რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პესკოვი: პუტინი-ზელენსკის შეხვედრაზე საუბარი ჯერ ადრეა, შეთანხმება არ არსებობს

დმიტრი პესკოვი
დმიტრი პესკოვი

კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ ვლადიმირ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა ადრეა, რადან მოლაპარაკებების პროცესი რამე შეთანხმებამდე არ მისულა და პრეზიდენტებს დასაფიქსირებელი არაფერი აქვთ. 

მისი თქმით, იმისთვის, რომ პრეზიდენტების შეხვედრაზე საუბარი დაიწყოს, "ჯერ საშინაო დავალება უნდა შესრულდეს".

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ჯერ არაფერი აქვთ დასაფიქსირებელი, რუსეთ- უკრაინის მოლაპარაკებებზე ჯერ არ არის მიღწეული შეთანხმება. ჯერ რაიმე სახის არსებითი წინსვლა არ არის. შესაბამისად საუბარი პრეზიდენტების შეხვედრაზე ჯერ ადრეა, მათ უბრალოდ არაფერი ექნებათ დასაფიქსირებელი".- ამბობს პესკოვი. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები