რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ბორელი: ომსაც აქვს კანონი, რაც მარიუპოლში ხდება, ეს მასშტაბური სამხედრო დანაშაულია

რაც მარიუპოლში ხდება, ეს არის მასშტაბური სამხედრო დანაშაული, ნადგურდება ყველაფერი, განურჩევლად იბომბება ყველა და იხოცება ხალხი, საშინელება ხდება, რასაც ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ. ეს არის სამხედრო დანაშაული. ქალაქი მთლიანად ნადგურდება და ხალხი იხოცება. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინასთან მუშაობას და დახმარებას. ჩვენ ვისაუბრებთ, თუ რა დამატებითი სანქციების დაწესება შეგვიძლია, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში. რუსეთი იყენებს ყველა სახის სამხედრო შესაძლებლობას მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. ეს არის ქვეყნის განადგურება ომის კანონის ყოველგვარი გათვალისწინების გარეშე. ომს ასევე აქვს კანონი. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სასამართლომ უკვე დაგმო ეს შეჭრა. რასაც რუსეთი აკეთებს, ეს ყოველგვარი კანონისა და ომის წესის მიღმაა.

თქვა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა. 

კომენტარები