საქართველო-უკრაინა

პრემიერი: უკრაინას უპრეცედენტოდ დავუჭირეთ მხარი, ჩემი უზენაესი ინტერესი უსაფრთხოებაა

კითხვა არ არსებობს საერთოდ, ჩვენ არ დაგვიტოვებია არცერთი კითხვა პასუხგაუცემელი, ჩვენი მთავრობა მტკიცედ და ძალიან მკაფიოდ გამოვიდა ომის დაწყების პირველივე დღეს და უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ. გაეროს რეზოლუციის თანასპონსორობის ფორმით, ეუთოს ფარგლებში, ევროკავშირის თუ ევროპის საბჭოს ფორმატში, ყველგან, ჩვენ მკაფიო მხარდაჭერა გამოვუცხადეთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს.

ამას გარდა, რა თქმა უნდა, ჩემთვის, როგორც პრემიერმინისტრისთვის და მთავრობის მეთაურისთვის, უზენაესი ინტერესი არის ჩემი, ჩვენი ქვეყნის,  ჩვენი მოქალაქეების, მათ შორის, თქვნი, ვინც ჩემს პოზიციას არ ეთანხმებით, თქვენი უსაფრთხოების დაცვა, ჩვენი მიწა-წყლის, ჩვენი ქვეყნის დაცვა, ასე რომ თითოეული ჩვენი გადადგმული ნაბიჯი არის მიზანმიმართული იმისკენ, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს დაცული, და თქვენი უსაფრთხოება, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება იყოს დაცული, სხვა მოტივაცია არ გვაქვს გარდა იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა დავიცვათ, იყოს მშვიდობა და იყოს სტაბილურობა

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მთავრობის პოზიციაზე, რომ არ შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.

კომენტარები