კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 368 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 6.25%-ია

COVID-19-ით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 5 885 ტესტი და დადასტურდა 368 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 225 ადამიანი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 6.25%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.23%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.42%.

ინფიცირების 368 ახალი შემთხვევიდან თბილისში 193 გამოვლინდა, აჭარაში - 16, იმერეთში – 48, ქვემო ქართლში – 12, შიდა ქართლში – 4, გურიაში – 27, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 14, კახეთში – 41, მცხეთა-მთიანეთში – 6, სამცხე-ჯავახეთში – 4, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 26 034, საიდანაც 813 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, ხოლო 25 221 - ბინაზე. რეანიმაციულ განყოფილებაში 220 პირი იმყოფება. 

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 642 242 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 599 511 პაციენტი და გარდაიცვალა – 16 671.


კომენტარები