კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 20 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 475 შემთხვევა, დღიური დადებითობა 5.72%-ია

კორონავირუსით კიდევ 20 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 8 311 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 475 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 507  პირი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.72%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.47% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.54%.

გამოვლენილი ინფიცირების 475 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 267 შემთხვევა, აჭარა - 18, იმერეთი - 60, ქვემო ქართლი - 18, შიდა ქართლი - 14, გურია - 32, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 22, კახეთი - 27, მცხეთა-მთიანეთი - 5, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

 ამ ეტაპზე ინფიცირების 26 899 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც, 801 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 402, აჭარაში - 63, იმერეთში - 173.  ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 222 პირი, მათ შორის, თბილისში - 123, აჭარაში - 30, იმერეთში - 35. 26 098 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

20 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 1 641 874 შემთხვევა ოფიციალურად არის დადასტურებული, მათგან 1 598 286 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 16 663 კი გარდაიცვალა


კომენტარები